იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაიზერსა და ასტრაზენეკაზე ბუსტერის პერიოდი 3 თვემდე შემცირდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ორშაბათიდან შევა ძალაში.
"ბუსტერ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი კეთდება, რადგან ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად, აშკარად იკვეთება ბუსტერ დოზების გაკეთების აუცილებლობა. დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია ბუსტერ დოზის ჩატარების შესაძლებლობას, უკვე მესამე თვიდან. თუ აქამდე შესაძლებლობა იყო 5 თვეში გაეკეთად ბუსტერი, ახლა მესამე თვიდან არის შესაძლებელი... ბუსტერ დოზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება, რომ მოსახლეობამ მესამე თვიდან მიიღოს ვაქცინა", - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება საკითხს, შეიცვლება თუ არა სრულად ვაქცინირებულის სტატუსი ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაციის ძალაში შესვლის შემდეგ, გავუნიამ თქვა, რომ ცვლილება იმ შემთხვევაში შევა, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩათვლის რომ ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ბუსტერის გაკეთების შემდეგ ჩაითვლება.
"სრულად ვაქცინირებულის განმარტება ჩვენი ქვეყნის კონტექსტში ემყარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებას. ჯერჯერობით, ეს ორგანიზაცია სრულად ვაქცინირებულს განმარტავს, როგორც 2 დოზით ვაქცინირებულს, გარდა ჯონსონის და ჯონსონის ვაქცინისა. ეს განმარტება თუ შეიცვლება და ამას დაემატება ბუსტერ დოზის აუცილებლობაც, ჩვენც განვიხილავთ განმარტების გადახედვის საკითხს. ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებული ნიშნავს სრულად ვაქცინირებულს", - თქვა მინისტრის მოადგილემ.